„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაია საქმესთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას გამოეხმაურა.
„რუსეთმა მოახერხა საკუთარი ადმინისტრაციის დასმა თბილისში. ჩვენ გარედან კი არ ვართ ოკუპირებული მარტო, შიგნიდანაც გაგვიკეთა ოკუპაცია და ანექსია და ამ ადმინისტრაციას ივანიშვილის მეთაურობით მათი ნებართვის გარეშე არც სიხარულის და არც სამძიმრის გამოხატვის უფლება არ აქვს. მითუფრო, თუ სამძმარი ეხება ოკუპანტებსგან მოკლული ჩვენი ვაჟკაცების ბედსა და სიცოცხლეს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.