ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტის დაგეგმილი ღონისძიება დეპოლარიზაციის ნაცვლად, მხოლოდ იმას გამოაჩენს, რამხელა დაპირისპირებაა დღევანდელ პოლიტიკაში“ – ბაქრაძე

პარლამენტის წევრი, დავით ბაქრაძე, პრეზიდენტ სალმე ზურაბიშვილის მიერ 13 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში დადგეგმილ ღონისძიებას გამოეხმაურა.

„აღნიშნული ფორმატით ეს ღონისძიება ვერანაირად ვერ მოემსახურება დეპოლარიზაციას, ვინაიდან, ერთი მხრივ, მასში მონაწილეობას არ იღებენ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილი თანამდებობის პირები – მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტები, ყოფილი პრემიერები და მინისტრები და მეორე მხრივ, მასში არ მონაწილეობს დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ დეპოლარიზაციის ნაცვლად, ეს ღონისძიება ამ ფორმატით მხოლოდ იმას გამოაჩენს, რამხელა დაპირისპირება და უფსკრულია დღევანდელ პოლიტიკაში.

მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო საქართველოს ევროპული სტატუსისა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის, მაგრამ ამ ფორმატით ამ კონკრეტულ ღონისძიებაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ და შესაბამისად, მონაწილეობას არ ვაპირებ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილის თქმით, 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ყველა დროის ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში.

იტვირთბა....