„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, საახალწლო პიროტექნიკის აკრძალვის საკითხზე ისაუბრა.
„მე მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ პარლამენტში ჩვენ მიერ მომზადებულია და 9 თვეა დევს კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ, ეს კანონპროექტი არის რეგისტრირებული 28 მარტს, გასულია 9 თვე და “ქართული ოცნება” ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ფორმალურად ჩატარდა, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ბავშვი დაზიანდა და სამწუხაროდ, ახალი წლის პერიოდში არ არის იშვიათი საქართველოში მსგავსი დაზიანების ფაქტები. ეს არის იმ გულგრილობის შედეგი, რომლითაც “ქართული ოცნება” მოეკიდა ამ თემას და გამზადებული კანონპროექტი შემოდო თაროზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.