„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ 13 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევის შესახებ ისაუბრა.
„კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ სპექტაკლს, უანტრაქტო სპექტაკლს, რომელსაც სათაური ჰქვია: „მინდა მივიწერო ეს კარგი საქმე“ და მთავარ როლში სალომე ზურაბიშვილი გამოდის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავესწრებით და არც მონაწილეობას მივიღებთ…
ადამიანი, რომელსაც ვერ დავაცდენინეთ ერთი სიტყვაც, რომ საქართველო იმსახურებდა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ცდილობს ეს ამბავი მიიწეროს. წარმოუდგენელი ამბავია. არა მხოლოდ არ თქვა, ართქმა რადიკალური ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენლის მხრიდან წამოვიდა, მაგრამ ქალბატონმა სალომემ არა თუ არ თქვა, რაც სიმართლე იყო და არის, პირიქით, თქვა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით და არც წელს ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. უფრო დიდი ბოროტება საკუთარი ქვეყნის წინაშე მე ვერ წარმომიდგენია, ასეთ მნიშვნელოვან დროს მთავარ თემას დაარტყა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.