ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებას” და ორბანს მიაჩნიათ, რომ უკრაინა ომს რუსეთს ომში ვერ დაამარცებს“ – ვანო მაჭავარიანი

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა „ტვ პირველის“ ეთერში „ქართული ოცნებისა“ და უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

მაჭავარიანის თქმით, როგორც მმართველი პარტია, ისე ორბანი თვლის, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი დაუმარცხებელია.

„ორბანს მიაჩნია, როგორც “ქართულ ოცნებას”, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რუსეთს ვერ დაამარცხებს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც იგივე დააფიქსირა, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ზუსტად ამ პოზიციაზეა, რომ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს. ეს თანხვედრა, რაც არის იმიტომ ამბობენ, რომ ორბანი მათი მოკავშირეა. ამ თვალსაზრისით, ამის თამაში, რომ თუ მოგვცემენ მოგვცემენ, თუ არადა ევროკავშირის ბრალი იქნება. კალაძემ თქვა, ღარიბაშვილმა თქვა, მდინარაძემ თქვა, რომ არ მოგვცემენ, ნუ მოგვცემენ, ტრაგედია არ არის, არაფერს არ ნიშნავს, ანუ ეს არის პოზიცია, რომელიც რუსეთთან თანხვედრაში უნდა იყოს იყოს,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....