ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„აფხაზეთში მიმდინარეობს ეთნიკური წმენდა ძალადობრივი გზით“ – პაატა დავითაია

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „საჯარო პოლიტიკის“ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, როგორც ხელისუფლებას არ აქვს, ასევე ოპოზიციას არ აქვს. ორივე მიმართულებით არის სადღეგრძელოების რეჟიმი. ჩემი და-ძმა არიან, დავიბრუნოთ ხალხი. არ არის ჩემი და-ძმა, ვინც ჩაიდინა ეთნიკური წმენდა, ვინც ანადგურებს ქართულ ეთნოს და დღეს აფხაზეთში იღებენ კანონს. ეს კანონი მდგომარეობს იმაში, რომ ქართველი მოსახლეობა გაააფხაზონ, გადაუკეთონ აფხაზურად გვარი და აფხაზური პასპორტები ჰქონდეთ, რომ ისინი ქართველები კი არ არიან, არიან მეგრელები აფხაზური ეთნოსის ნაწილი და ახლა აბრუნებენ აფხაზ ერთან. ეს არის ის კანონი, რომელსაც იღებს აფხაზეთის პარლამენტი და ამაზე უნდა იყოს მუშაობა. ეს არის ეთნიკური წმენდა ძალადობრივი გზით, რაც არის საერთაშორისო სამართლის დანაშაული. და და ძმა არის ის, ვისაც უნდა ქართულ სახელმწიფოსთან თანაცხოვრება და არა სეპარატისტთა ლიდერი“, – განაცხადა დავითაიამ.

იტვირთბა....