ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების” – დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მინისტერიალის დაწყებამდე მადლობას უხდის უნგრეთის ხელისუფლებას საქართვლოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ღია და მკაფიო გზავნილებისთვის.

დარჩიაშვილი თავს იკავებს ევროკავშირისა და უნგრეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან.

მადლობელი ვართ უნგრეთის ხელისუფლების, მათი ძალიან მკაფიო გზავნილებისთვის, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, შესაბამისად ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია და ეს ნამდვილად იქნება, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს კონადიდატის სტატუსის მიღებას. რაც შეეხება ევროკავშირი-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებს, აქ ალბათ, მე არ ვისურვებდი გამეკეთებინა კომენტარი. ეს არის უგრეთისა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობის საკითხი, მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოინახება გამოსავალი იმისთვის, რომ ამ კვირის ევროპული საბჭო იყოს წარმატებული და ქვეყნებმა მიიღონ, დამსახურების შესაბამისად ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ევროინტეგრაციას გააძლიერებს მომავალში.” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

იტვირთბა....