ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამძიმარი მინდა ვუთხრა “ოცნებას”, იმიტომ, რომ აგერ ხელში შემოადნათ ნაციონალური მოძრაობა” – გახარია

განცხადებას პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელი გიორგი გახარია აკეთებს.

როგორც ყოფილი პრემიერი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ამბობს, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” “ნამდვილ კოჰაბიტაციაში” ახლა არიან.

გახარიას თქმით, მმართველი გუნდის წევრები რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ამბობენ, რომ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ორ პარტიას – “ოცნებასა” და ენმ-ის შორის მოუწევს.

გლოვობენ დარწმუნებული ვარ, რატომ: ზუსტად სამი კვირის უკან, ოცნების ეს პატარა ბიჭები დადიოდნენ რეგიონებში და პირდაპირ რეკლამას უწევდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ არ არსებობს სხვა არავინო, ან ჩვენ ვართო ან ნაცები არიანო და აირჩიეთ ვინ გინდათო – მოძალადე ნაცებიო თუ კორუფციონერი ქოცებიო. ნამდვილი კოჰაბიტაცია ამათ ახლა დაეწყოთ სამი წლის განმავლობაში – ერთობლივი ბიზნესები, ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ერთობლივი მოსამარტლეების არჩევნები და კიდევ ბევრი რაღაცები,” – ამბობს გახარია.

იტვირთბა....