ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება, დალაგებულია ყველაფერი და ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს” – მდინარაძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლების მხრიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, არანაირი რისკი არ არსებობს.

ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ორბანთან [ვიქტორ] ჩავიდნენ არგენტინაში და ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ არგენტინაში ჩასვლა არ გვჭირდება. დალაგებულია ყველაფერი და ორბანთან, მხარდაჭერისათვის დავდივართ უნგრეთში და არა არგენტინაში.

არა თუ ჩვენი მიმართულებით შეფერხება, განსაკუთრებული ლობიზმის დონემდეც კი არის აყვანილი ორბანის მხარდაჭერა და მთლიანად ამ სახელმწიფოს მხრიდან, ამიტომ მათი მხრიდან რისკები ბოლომდე არის გადაზღვეული.

თუკი ისინი [ოპოზიცია] ფიქრობენ, რომ რომელიმე ევროპული ქვეყანა მოინდომებს, რომ ცალკე პაკეტად გაიტანონ, ამას აქედან უკარნახებენ და მსგავსი მავნებლობები იქნება ჩადებული, თეორიულად არაფერია გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად, ჩვენ ამ დღეებში გარანტირებულად ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამის შემაფერხებელი გარემოება, ობიექტურად არ ჩანს”, – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....