ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზოგადოება უყურებს ხელისუფლების სირაქლემას პოზიციას” – ბექა ლილუაშვილი

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი “საჯარო პოლიტიკის” ეთერში NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ქვეყნის განვითარებაზე არ ზრუნავს, ამიტომ დროა, საზოგადოებამ სწორი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

ლილუაშვილის თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს “პოპულისტურ საკითხებში ეჯიბრებიან”, მაგალითად როგორიც არის, პენსიების საკითხი.

რიგითი ამომრჩეველი, რომელიც მედიას უყურებს, რას ხედავს. არსებობს ასეთი ტერმინი – პარადოქსი, ალბათ, იცის უმრავლესობამ, რომ ეს არის აუხსნელი რაღაც, ერთმანეთთან რომ არ იხსნება თეორიული დაშვებებით. ასეთ პარადოქს უსმენს ხელისუფლებისგან. გამოდის ღარიბაშვილი და ამადლის ხალხს ეკონომიკურ ზრდას და მეორე მხრივ, ამ კვლევამაც მოიტანა მკაფიოდ, რა პრობლემები გვაქვს. ერთი მხრივ, საზოგადოება უყურებს ხელისუფლების სირაქლემას პოზიციას, რომელიც არ აღიარებს პრობლემას. ეს ტექნიკური ტყუილიც არ არის. იმ ცნობილი ნარატივის პოლიტიკური მემკვიდრეობაა, თქვენ კარგად ცხოვრობთ, მაგრამ ღრმა ანალიზის უნარი არ გაქვთ, რომ გააცნობიეროთ. მეორე მხრივ, რას უყურებს, გამოდის ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი და პოპულისტურ საკითხებში ეჯიბრებიან,” – ბექა ლილუაშვილი.

იტვირთბა....