ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს | NDI

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოიკვლია პოლიტიკური განწყობებიც. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. უფრო კონკრეტულად, NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვას: „არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს“, 62% პასუხობს  რომ – „არა“.

ამასთან მოსახლეობის 19%-ის შეხედულებებთან ახლოს „“ქართული ოცნება“ დგას, ხოლო 4 %-ის შეხედულებებთან – ნაციონალური მოძრაობა. უარი პასუხზე გამოკითხულთა 13-მა პროცენტმა თქვა.

იტვირთბა....