🔻 უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია | NDI-ის კვლევ
📍 კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს – გამოკითხული მოსახლეობის 22% უსახლკარო ცხოველებს ასახელებს, იგივე მაჩვენებელი აქვს გზებს.
📊 საველე სამუშაოები ჩატარდა 12 ოქტომბრიდან – 4 ნოემბრის პერიოდში. ჩატარდა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ჩატარდა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

