ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ზურაბიშვილის შემოთავაზებულ პეტიციას ხელს მხოლოდ სააკაშვილის შემდეგ მოვაწერ“ – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ქვეყნის ამჟამინდელი მთავარსარდლის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

მარგველაშვილის თქმით, მისი ხელმოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ზურაბიშვილის შემოთავაზებულ დოკუმენტზე, როცა მას ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს.

„მე ყოველთვის ვიცავ ინსტიტუტს. ვალდებული ვარ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დავიცვა და გასაგები გავხადო ის ჩემი პოზიციით, რომ პრეზიდენტმა პრეზიდენტს, პრეზიდენტებს პატივი უნდა სცეს. ამდენი წლის განმავლობაში არცერთხელ არ გამიკეთებია არავითარი კომენტარი ქალბატონ სალომეს პოლიტიკურ პოზიციაზე, პატივს ვცემ მას როგორც პრეზიდენტს, მაგრამ მე ახლა ვალდებული ვარ, რომ დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი. გასაკვირი იყო, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის საჯარო განცხადებაში არ ახსენა პრეზიდენტები, ყოფილი და ვინც იყო ყველა, იმიტომ, რომ პრეზიდენტები ამ ქვეყანაში ყოველთვის ევროპისკენ იყვნენ ორიენტირებულები. აგრეთვე, როდესაც ლაპარაკია ამ პეტიციის წარდგენაზე, მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურად როგორ უყურებ პრეზიდენტს, სააკაშვილის პოზიცია ამ თვალსაზრისით უნდა ნათლად ჩანდეს, ამ ერთიან პოზიციაში. თუ ხელის მოწერა იქნება, ბუნებრივია, მე ასეთ პეტიციას მოვაწერ ხელს, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ასეთ პეტიციაზე ხელს მოაწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სადაც არ უნდა იყოს ის. ამავე დროს, მოვუწოდებ ყველას, რომ შეუერთდეს ამ ერთიან სულისკვეთებას“, – განაცხადა „პირველებთან“ ინტერვიუში მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, ზურაბიშვილი 13 დეკემბერს ათონელის სასახლეში დიდ შეკრებაზე ელოდება მთავრობის როგორც მოქმედ წევრებს, ისე ყოფილი ხელისუფლებების წარმომადგენლებსაც.

იტვირთბა....