ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„წარმოუდგენელია, როცა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს“ – მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობას გამოეხმაურა.

„ეს არის იმის შედეგი, რომ სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინ გინტური მოკლეს, ცინიკურად და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაგირება ჰქონია. ახლა, მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი გალის რაიონში. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიისა და მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს. დუმს იმიტომ, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება, მათ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეშინიათ. სიტყვის ამოღების ეშინიათ. ეშინიათ, რომ მსოფლიოს, დიპლომატიურ სამყაროს გააგებინოს, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ესენი არიან, ასე ვთქვათ, კონფლიქტიდან კონფლიქტამდე როგორმე გადააგორონ სიტუაცია. ამით არიან დაკავებულები“, – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....