გამოქვეყნდა NDI-ის ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე – როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას? –
მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით დადებითად 29%-მა შეაფასა,
37%-მა საშუალოდ,
26%-მა კი ცუდად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ მარტის თვესთან შედარებით, გამოკითხვის მაჩვენებლები მინიმალურად არის შეცვლილი.