გამოქვეყნდა NDI-ის ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე – როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
16% – კარგად
41% – საშუალოდ
30% – ცუდად
11% – უარი პასუხზე
1% – არ ვიცი
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.