ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, პარლამენტარები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ – NDI-ის ახალი კვლევა

გამოქვეყნდა NDI-ის ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობის აზრით, პარლამენტარები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს არ ითვალისწინებენ.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამაინის შეხედულებების შედეგები ასე გადანაწილდა:

ვეთანხმები – 41%
არ ვეთანხმები – 53%
არ ვიცი – 5%
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი – 4 ნოემბერი, 2023. 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28%
გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2% ( შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება
სხვადასხვა პასუხის მიხედვით) კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.

იტვირთბა....