გამოქვეყნდა NDI-ის ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, გამოკითხვის შედეგები ასე გადანაწილდა:
რუსული სამხედრო აგრესია – 27%
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიოს ოკუპაცია – 13%
რუსული პროპაგანდა – 11%’
ტერორიზმი -5%
საქართველოში არალეგალური მიგრანტების ჩამოსვლა – 4%
ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე – 3%
სხვა -18%
არცერთი – 2%
არ ვიცი- 16%
უარი პასუხზე – 1%
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები
ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი – 4 ნოემბერი, 2023. 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28%
გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2% ( შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება
სხვადასხვა პასუხის მიხედვით) კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.