ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

10-დან 1 მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა

გამოქვეყნდა NDI-ის ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, 10-დან 1 მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს.

გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს – მარტის შემდეგ ეს მაჩვენებელი გაზრდილია.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან – 4 ნოემბრის პერიოდში. ჩატარდა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. კვლევა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

იტვირთბა....