ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რადიკალური ოპოზიცია, რამდენიმე „ენჯეო“ დაკავებულია სოფლის მაშენებლების მიდგომით” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ „ევროპული მარშზე” კომენტარისას განაცხადა.

პაპუაშვილი ღონისძიების ავტორებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ 90-იანი წლების ესთეტიკა გადმოიტანეს 21-ე საუკუნეში.

„ჩემთვის, ამ ყველაფერში, ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა აქტივობაში „სოფლის მაშენებლების“ ესთეტიკა ჩანს უფრო მეტად. ეს არის მთავარი სხვაობა საქართველოს ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას და მდიდარ ენჯეოებს შორის.

საქართველოს ხელისუფლება საქმით არის დაკავებული. ჩვენ ვაშენებთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს ევროპულ სახლს. ამ მუშაობის შედეგია ზუსტად ევროპული კომისიის დასკვნაც და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მოველით.

რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ კი დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს, მესამე პრეზენტაციას ჩაატარებს, კლიპს გადაიღებს და ჰგონიათ, ამის გამო ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. გვაქვს დადებითი შეფასება. ეს არის სამწუხარო ჩიხი, სადაც დღეს იმყოფება ელიტური „ენჯეოსექტორი“, რომელიც მილიონს ხარჯავს, რათა ფუჭი საქმით იყვნენ დაკავებული. ჰგონიათ, დროშის შეკერვა და აქციის ჩატარება არის საქმის კეთება და არა საქმის კეთება.

როდესაც საქმე იყო საკეთებელი, არც სამუშაო ჯგუფებში შემოვიდნენ. იცით, რომ ისინი ხელს უშლიდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებებს. მათი წარმოდგენაა, რომ ერთი იმღერებს, მეორე რაღაც აქციას ჩაატარებს და ამით სოფელი აშენდება. ეს არის 90-იანი წლების ესთეტიკა და გადმოიტანეს 21-ე საუკუნეში. ამხელა ფული, მილიონები იხარჯება უცხო ქვეყნიდან, რომ დააბრუნონ ჩვენი საზოგადოების გარკვეული სეგმენტი ისევ იმ ესთეტიკაში, რომ “ვაშა”-თი და ლოზუნგებით შენდება ქვეყანა და არა საქმის კეთებით.

კი ბატონო, ყველა თავისუფალია, შეუძლიათ, “ვაშა”-ც თქვან და ლოზუნგები ისროლოს, ლოზუნგების ქვეყანა საქართველომ დიდი ხანია, წარსულში დატოვა. საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საქმით, სწორედ ამას მივყავართ ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....