ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“”ოცნებამ” დიდი ხანია ევროკავშირს ქართველი ხალხის ხმა გააგონა” – ოდიშარია

ქართულმა ოცნებამ” დიდი ხანია ევროკავშირს ქართველი ხალხის ხმა გააგონა” – ამის შესახებ განცხადება მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ოდიშარიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველო უსამართლოდ დაიჩაგრა.

ოდიშარიას თქმით, საზოგადოება ევროინტეგრაციის პროცესს აკვირდება და კარგად იცის, თუ ვის რამხელა წვლილი მიუძღვის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

“ქართულმა ოცნებამ” დიდი ხანია ევროკავშირს და ევროპას გააგონა ქართველი ხალხის ხმა და დიდი ხანია ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეისმინეს ეს ჩვენი გულწრფელი ძახილი. ჩვენ ისიც შევასმინეთ და გავაგონეთ, რომ შარშან უსამართლოდ დაიჩაგრა საქართველო. მაშინ არც მარშით დადიოდნენ, არც ნელი სვლით და არც ჩქარი სიარულით. ეს ადამიანები ახლა ცდილობენ, ერთი მხრივ, თუ გამოუვათ ქულები გამოძიძგნონ ამ საერთო დიდი საქმიდან, რაშიც მათ არ აქვთ არანაირი დამსახურება და მეორე მხრივ, თუ მათი მოძრაობები დააზიანებს და ეჭვს შეატანინებს ჰიპოთეტურად ევროპელ ლიდერებს მათ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, დადებით გადაწყვეტილებაში, ამაში ხომ ისინი ორმაგ ფეილს ნახავენ, მაგრამ არც ერთი გამოუვათ და არც მეორე, რადგან საზოგადოება ფართოდგახელილი თვალებით აკვირდება პროცესებს და ზუსტად იცის, ვის, რა დამსახურება აქვს ქართულ-ევროპულ პერსპექტივაში,” – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

“შენი ხმა ევროკავშირს” – დღეს ევროკავშირის მარში გაიმართა.

მარშზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ამ ფორმით ხმა მიაწვდინეს ევროპას, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს.

მარშზე 33 მეტრის სიგრძის გიგანტური დროშა საქართველოს დედაქალაქში სიმბოლურად გაიშალა.

დროშის გაშლისას გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. მოქალაქეები სკანდირებდნენ “ჩვენი ხმა ევროპას”.

იტვირთბა....