ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღების გაძლიერებას განვიხილავთ – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მომდევნო სხდომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას განიხილავს.

„რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელა. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს და არსებულ წინადადებებს განვიხილავთ, რათა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში ჩვენი წვლილი გავზარდოთ“, – აღნიშნა ბორელმა.

იტვირთბა....