ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს გვაქვს შანსი, აღმოვჩნდეთ იმ ოჯახში, სადაც შევძლებთ სუვერენიტეტის, ტრადიციების გადარჩენას” – უშიკიშვილი

რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მარშს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უერთდებიან – მომღერალი გიორგი უშიკიშვილი “პირველებთან” ამბობს, რომ დღეს საქართველო ისტორიული შანსის წინაშე დგას.

მისი თქმით, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანება სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტრადიციებს გადაარჩენს.

ამ მოედანზე და ამ გზაზე ძალიან ბევრი ბრძოლა გამართულა იმისთვის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს გვაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ საბოლოოდ აღმოვჩნდეთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენ შევძლედბთ ჩვენი მემკვიდრეობის, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციების გადარჩენას,” – აღნიშნა გიორგი უშიკიშვილმა.

იტვირთბა....