საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც უერთდება მარშს. ყოფილი ომბუდსმენის თქმით, დღევანდელი მსვლელობის მიზანს ევროკავშირისთვის ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის დანახვა წარმოადგენს.
ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ საუკუნეების წინ გააკეთა საკუთარი არჩევანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
რამდენიმე დღით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე ევროკავშირს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ის არჩევანი, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გავაკეთეთ, ის არჩევანი, რაც წელს ქართველმა ხალხმა მარტის აქციებით დაიცვა, არის ძალაში და ჩვენ აი ასე ველოდებით ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

