ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიდევ ერთხელ გავაგონებთ ევროკავშირს ქართველი ხალხის ხმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი – სოფო ჯაფარიძე

ამ ლოზუნგით რესპუბლიკის მოედნიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც უერთდებიან. პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე “პირველებთან” აცხადებს, რომ დღევანდელი მარშით ევროპამ უნდა დაინახოს ქართველი ხალხის სურვილი, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

სოფო ჯაფარიძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველგვარი გზით ცდილობენ ევროინტეგრაციის პროცესში ქვეყნის განვითარების ხელის შეშლას, თუმცა ამ შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.

ჩვენ აქ ვართ იმისთვის შეკრებილები, რომ ევროპას და ევროკავშირს გავაგონოთ ხალხის ხმა იმიტომ, რომ სამწუხაროდ, რადიკალურად განსხვავებული არის ქართველი ხალხის თხოვნა და რადიკალურად განსხვავებული არის “ქართული ოცნების”, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. ყველაფერს აკეთებს “ქართული ოცნება”, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ყველაფერი გააკეთა ამისათვის, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლოს ის, რაც შეძლო. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გავაგონებთ ევროპას, კიდევ ერთხელ გავაგონებთ ევროკავშირს ქართველი ხალხის თხოვნას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი და აუცილებლად ვიქნებით. ვხედავთ, რამდენი ხალხი არის, უამრავი ადამიანი არის აქ წარმოდგენილი. კიდევ ბევრი არის, ვინც ვერ შეძლო აქ მოსვლა, მაგრამ დღეს საქართველოს მოსახლეობის 90%-ს უნდა ევროპაში ცხოვრება”, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

იტვირთბა....