ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს” – რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან

“GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს” – რესპუბლიკის მოედანზე სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეები სულ მალე ევროკავშირის და საქართველოს დროშებს აიღებენ და ქუჩის ცენტრალურ ნაწილში გადაინაცვლებენ.

სულ მალე დაიწყება მსვლელობაც. ადგილზე გარდა მოქალაქეებისა იკრიბებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

რამდენიმე წუთში ყველა ერთად დაიძრება მსვლელობით, გაშლიან ევროკავშირის გიგანტურ დროშას და ევროპას გააგონებენ ქართველი ხალხის ხმას, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა.

როგორც ცნობილია, დღევანდელ მარშს შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტიც.

იტვირთბა....