ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, ყველა ინიციატივა მნიშვნელოვანია – ჰერჩინსკი მარშზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, საქართველოში დღეს დაანონსებულ მარშს ეხმაურება. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში წევრობას.

იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ყველა ინიციატივა არის მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ქართველების ნებისმიერი ასეთი ინიციატივა ყველასთვის გასაგები იქნება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კანდიდატის სტატუსის მირებისთვის 27-ვე ლიდერის თანხმობაა საჭირო”.- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ზუსტად ორზე თბილისის ცენტრი ევროპული მარშის ეპიცენტრად გადაიქცევა. რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობა სულ მალე დაიწყება.

უკვე დაასრულეს ევროკავშირის გიგანტური დროშის აწყობაც. ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოტანილი ერთი ოქროსფერი ვარსკვლავით ლურჯ დროშაზე ერთიანობის წრე შეიკრა. ყველაზე არაპოლიტიკურ მსვლელობაში მონაწილეობისთვის, ქუჩაში რიგით მოქალაქეებთან ერთად გადიან ხელოვანები, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები და მსვლელობას უერთდება საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილიც. ზუსტად ერთ საათში, ქართველები კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ ევროპას, რომ კანდიდატის სტატუსს და ევროპულ მომავალს ვიმსახურებთ.

იტვირთბა....