„როიტერი“ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ბოლო პერიოდის თავდასხმებს შორის.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შვიდი ჭურვი ჩავარდა.
აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჭურვების სროლის შედეგად საელჩოს ტერიტორია უმნიშვნელოდ დაზიანდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პირველი აფეთქება საელჩოს მახლობლად გამთენიისას მოხდა, რამაც ერაყის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დააზიანა.
წყარო – “პირველი არხი”