ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მყარი მხარდაჭერა უნგრელი კოლეგების მხრიდან” – კობახიძე

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მყარი მხარდაჭერა უნგრელი კოლეგების მხრიდან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დასრულდა ვიზიტი უნგრეთში, რომელიც შედგა უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევის საფუძველზე. შევხვდით თავად ვიცე-პრემიერს. ასევე, შევხვდით პარლამენტში შესაბამის თანამდებობის პირებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ევროპული საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს. ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრები. იყო ძალიან საინტერესო დისკუსიები ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდებოდა ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა ჩვენი უნგრელი კოლეგების მხრიდან“ – აღნიშნა კობახიძემ.

იტვირთბა....