ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიცია 2 წლის მანძილზე აკეთებდა ყველაფერს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი” – კობახიძე

ოპოზიცია 2 წლის მანძილზე აკეთებდა ყველაფერს, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ამით იმსხვრევა ოპოზიციის მესიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ ვაკეთებდით საკმარისს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ 12 პუნქტის შესრულების კუთხით, ზოგადად, ჩვენი პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ქვეყანას დამსახურებულად, ღირსეულად მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ ჰქონდათ ორ წლიანი ე.წ. ნარატივი, რომელიც მიმართული იყო კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათი ძალისხმევა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან კარგია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....