უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში, უკრაინის ევროინტეგრაციის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ეს ხუმრობაა! ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ…
უკრაინის საკითხი ისტორიული საკითხია, მასშტაბური საკითხია. ფინანსური საკითხი ტაქტიკურია. პოლიტიკაში ჩემმა ორმოც წელზე მეტ ხნიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასოდეს უნდა დაუკავშიროთ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ფული, ისტორიულ გამოწვევებს. თუ ამას აკეთებთ, თქვენ რისკავთ სრული ქაოსის შექმნას. ამიტომაც არ მსურს უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სხვა საკითხებზე სრულად მზად ვარ“, – აღნიშნა ორბანმა.