კრემლში გამართული დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, რუსეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„დიდი მადლობა, არ დავმალავ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრები მქონდა, მაგრამ ახლა, მართალი ხართ, დროა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მე ვიყრი კენჭს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე“, – აღნიშნა პუტინმა.