ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბევრ მუნიციპალიტეტში რიგ-რიგობით დადიან თანამშრომლები, მაგიდა არ აქვთ, იმდენად გაბერილი შტატია“ – ვატო სურგულაძე

„ლელოს“ წევრმა, ვატო სურგილაძემ, ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“, სხვადასხვა თემასთან ერთად, მუნიციპალიტეტებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ამ წელს ზუსტად 200 მილიონის ჩადება შეიძლება, იმიტომ, რომ 80 პროცენტი დასაქმებულების სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვიცით, რას აკეთებენ. შეიძლება, რომ მესტიაში 170 კაცი იყოს დასაქმებული ბასეინების გასაწმენდად?
ბევრ მუნიციპალიტეტში რიგ-რიგობით დადიან თანამშრომლები, მაგიდა არ აქვთ, იმდენად გაბერილი შტატია, რომ მაგიდა არ არსებობს, აქედანაც 400 მილიონი ლარის ამოღება შეიძლება.
არ ვიძახით, რომ ხვალ და ზეგ გახდება პენსია 1000 ლარი, მაგრამ ტენდენცია არის,“ – თქვა მან.

იტვირთბა....