ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კობახიძის კოშმარებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ყოველდღე რაღაც წინა ღამის სიზმარს ყვება” – ჯაფარიძე

“ყოველდღე რაღაც წინა ღამის სიზმარს ყვება”, – ასე ეხმაურება “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებებს.

საქმე ეხება ირაკლი კობახიძის იმ განცხადებებს, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან იქნება ალიანსში, მათ შორის, “ლელოსთან”.

ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ოფიციალური ვიზირების გარდა, პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაცია არ ჰქონია.

კობახიძის კოშმარებზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, ყოველდღე რაღაც წინა ღამის სიზმარს ყვება, აქედან გამომდინარე, მგონი კომენტარი არ სჭირდება ასეთ განცხადებებს მისი მხრიდან. ჩვენ კიდევ მეტ კოშმარს გავიგონებთ, რადგან მას ახლა ამოძრავებს შიშ ძალაუფლების დაკარგვის,” – ამბობს ჯაფარიძე.

იტვირთბა....