ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

”სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ორმხრივი და დაბალანსებული უნდა გავხადოთ” – მიშელი

“სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები უფრო ორმხრივი და დაბალანსებული უნდა გავხადოთ”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დელეგაცია ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსა და პრემიერ ლი ჩიანგს შეხვდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი თქვა, რომ მხარეებმა განიხილეს სავაჭრო დისბალანსის ძირითადი მიზეზები, მათ შორის ჩინურ ბაზარზე წვდომის ნაკლებობა და ჩინური კომპანიებისადმი შეღავათიანი მოპყრობა, ასევე ჩინეთის წარმოების ჭარბი სიმძლავრე.

“ჩვენ ჩავუღრმავდით ჩვენს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ერთად ვიმუშავებთ სავაჭრო ურთიერთობების ხელახალ ბალანსსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე. გვაქვს ერთობლივი პასუხისმგებლობა, გავხადოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები უფრო მდგრადი”, – დაწერა X-ზე ლეიენმა.

იტვირთბა....