ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორბანი ელისეის სასახლეში მაკრონთან შესახვედრად მივიდა

პარიზში, ელისეის სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შესახვედრად უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მივიდა. ამის ამსახველი კადრები ფრანგულ მედიაში ვრცელდება. მათი შეხვედრა ამ წუთებში უნდა დაიწყოს.

როგორც ცნობილია, დღევანდელ სამუშაო ვახშამზე, ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის საკითხზე, მაკრონი ორბანის გადარწმუნებას შეეცდება.

იტვირთბა....