ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“1000-ლარიანი პენსია 4-წლიან პერსპექტივაში სავსებით მიღწევადია” – აბესაძე

„1000-ლარიანი პენსია 4-წლიან პერსპექტივაში სავსებით მიღწევადია,“ – ეს განცხადება ეკონომიკის დოქტორმა, ოთარ აბესაძემ „რეაქციაში“ გააკეთა.

როგორც აბესაძე ამბობს, პენსიების ზრდის დაპირება რეალურია, რაზეც „ლელო“ საუბრობს და ეს მოხერხდება ბიუჯეტის სწორი დაგეგმვის საშუალებით.

1000-ლარიანი პენსია 4-წლიან პერსპექტივაში სავსებით მიღწევადია და როგორ? – პირველი, ჩვენ ვსაუბრობთ მცირე მთავრობის კონცეფციაზე შესაძლებელია წელსვე დაიზოგოს 2 მილიარდი ლარი და რის შედეგადაც თითოეულ პენსიონერს მოემატება 196 ლარი.

საგადასახადო პოლიტიკის სწორი რეფორმის შედეგად, ადმინისტრაციული რეფორმის სწორი მართვის შედეგად და ბიუჯეტის სწორი, მიზნობრივი ფორმირების შედეგად, სადაც იქნება ტენდერები გამჭვირვალე, დაიზოგება თანხა, სწორი აკუმულირების შედეგად მივიღებთ ამ თანხას,“ – ამბობს აბესაძე.

იტვირთბა....