ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიგვაჩვია ივანიშვილმა ამ მაჩანჩალობას და მერე ჭიპლარით მიაერთა ეს ქვეყანა რუსეთის ეკონომიკას” – ბუაძე

„პირველ რიგში, უნდა შევაკავოთ ეს მზარდი რუსეთის საფრთხეები, იმისთვის, რომ მერე დავიწყოთ მუშაობა ქართველი ხალხისთვის,“ – ამ განცხადებას თბილისის საკრებულოს დეპუტატი „ლელოდან“ საბა ბუაძე აკეთებს.

როგორც საბა ბუაძე „რეაქციაში“ ამბობს, ივანიშვილის გუნდმა რუსეთზე დამოკიდებული გახადა საქართველო როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

ჩვენ არ უნდა გვყავდეს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება. ჩვენი ქვეყნის ამ ყოფაში ყოფნა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ საქართველოს დღეს მართავს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება, რომელიც არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, რომელიც პუტინის რუსეთის მხარდაჭერით ხელისუფლებას იყენებს იმისთვის, რომ გაძარცვოს და გაატყავოს ეს ქვეყანა და ამისთვის მზად არიან, რომ ჩაეხუტონ პირდაპირ რუსეთს და საქართველოს მომავალიც წარმოუდგენიათ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სატელიტად. ამის დადასტურებაა გავრილოვის აქ ჩამოსვლა, რუსული კანონის მიღება.
მიგვაჩვია ივანიშვილმა ამ მაჩანჩალობას, მიგვაჩვია ასეთ ყოფას, ასეთ სასოწარკვეთას, გვითხრა, რომ აქ განვითარების გეგმა და პერსპექტივა არ იქნება და ვისაც არ მოგწონთ წადითო და მერე ჭიპლარით მიაერთა ეს ქვეყანა რუსეთის ეკონომიკას, რისი პირდაპირი გამოძახილიც არის ასეულობით ათასი გაქცეული ჩვენი თანამოქალაქე ბოლო პერიოდში,“ – ამბობს საბა ბუაძე.

იტვირთბა....