ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენი ამოცანაა, რომ ჩავანაცვლოთ რუსეთის ინტერესების მქონე ხელისუფლება” – ჯაფარიძე

„ჩვენი ამოცანა არის სწორედ ის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩავანაცვლოთ რუსეთის ინტერესების მქონე ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში ერთადერთ რამეს აკეთებდა, რომ რუსეთის ინტერესებით განეხორციელებინა ყველა ნაბიჯი,“ – ეს განცხადება “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ “რეაქციაში” გააკეთა.

ბადრი ჯაფარიძე იმ პროექტებზე საუბრობს, რასაც „ლელო“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახორციელებს.

ძირითადი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში – გავაგრძელებთ ცხოვრებას ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს თუ გვეყოლება ქართველების და ეროვნული ინტერესების სამსახურში მყოფი ხელისუფლება. “ლელო” არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოდის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებიდან. ნებისმიერი ჩვენი ინიციატივა, ემსახურება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს.

ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა გავასაჯაროვეთ – ეს იყო საქართველოს თავდაცვის აქტი; ეს იყო დაპირება, რომ განხორციელდება ყველა უმნიშვნელოვანესი მეგა პროექტი, რომელიც ან შეჩერებული იყო ან არასდროს არ განხილულა „ქართული ოცნების“ მიერ; ეს არის 1000-ლარიანი პენსიის დაპირება ჩვენი თანამოქალაქეებისადმი და ეს არის დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტდამთავრებულ ახალგაზრდებს 6 თვის განმავლობაში ექნებათ ანაზღაურება და მათ ექნებათ საშუალება იმუშაონ კომპანიებში და ჰქონდეთ ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა დაპირება ეყრდნობა გათვლებს და ეყრდნობა ჩვენ მიერ მიღწეულ შედეგებს, როდესაც ჩვენ ვიყავით კერძო სექტორში.

ჩვენი ამოცანა არის სწორედ ის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩავანაცვლოთ რუსეთის ინტერესების მქონე ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში ერთადერთ რამეს აკეთებდა, რომ რუსეთის ინტერესებით განეხორციელებინა ყველა ნაბიჯი,“ – ამბობს ბადრი ჯაფარიძე

იტვირთბა....