ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარია მხარდამჭერია, საქართველოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს?!“ – მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიციონირების საკითხზე ისაუბრა.

„როგორ შეიძლება, უნგრეთის პოზიციამ, რომელიც არის ამ ქვეყნისა და მისი ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტი, ამან იქონიოს ნეგატიური გავლენა. მისი და უკრაინის ურთიერთობაში ჩვენ ვერევით ერთადერთით – მოვუწოდებთ, უნგრელებს, კი ბატონო, დიდი მადლობა, რომ ჩვენ ასე გვიჭერთ მხარს და გვლობირებთ ამ საკითხში, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ უკრაინასაც არ შეუშალოთ ხელი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში.

ანუ, წარმოდგენა აქვთ ვიღაცებს ევროპელებზე, რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერი შეიძლება გაბრაზდეს ორბანის პოზიციაზე და საქართველოსთან დაკავშირებით, რაღაც ნეგატიური პოზიცია გამოხატოს – ეს წარმოდგენა აქვთ ევროკავშირის წევრს ქვეყნებზე?! ანუ, როცა გნებავთ “ტრიოა” და როცა გნებავთ გამოცალკევებულია, ასე არ არის,“ – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....