ვანში არასრულწლოვანის მიმართ იძულების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა არასრულწლოვანს ავტომობილი გაუჩერა, გამოართვა ტელეფონის ნომერი და იძულებით პირად ინფორმაციას სთხოვდა.
მომხდარის გამო 16 წლის გოგომ პოლიციას თავად მიმართა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.