ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები 17 მარტს გაიმართება

რუსეთში პრეზიდენტის არჩევნები 17 მარტს გაიმართება. შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

ვარაუდობდნენ, რომ ბრძანება 13 დეკემბერს გამოიცემოდა, ამის შესახებ მედიასთან აცხადებდნენ რუსეთის “კომუნისტური პარტიის” ლიდერი გენადი ზიუგანოვი და სხვა წყაროები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი) და ჟურნალისტმა რჟევიდან ეკატერინა დუნცოვამ. თავისი კანდიდატის წარდგენას გეგმავს პარტია “Новые люди” (ახალი ხალხი).
წყარო – radiotavisupleba.ge

იტვირთბა....