გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევით კამერონმა Sky News-თან რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მიუხედავად საჭიროა, დასავლეთი უკრაინაზე ფოკუსირდეს.
„ჩვენ ვიცით, რომ პუტინის შემთხვევაში, თუ ის აქ არ შევაჩერეთ, ის მეტის წასაღებად დაბრუნდება, ამერიკის მტრები კი გაიხარებენ“, – ამბობს კამერონი.