ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრივილეგირებული ოჯახები და კორუფცია – ვინ შედის გახარიას გუნდის მიერ წარმოდგენილ „შავ სიაში“

რამდენიმე დღის წინ, ექსპრემიერი გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრისას ამბობდა, რომ საქართველოში არსებობს 20-25 პრივილეგირებული ოჯახი, რომლებიც კორუფციის გზით მდიდრებიან.

პარტია „საქართველოსთვის“ ასახელებს რამდენიმე ოჯახს, რომლებიც მათ თქმით, პრივილეგირებული არიან და კორუფციის გზით ქონებას აგროვებენ.

გახარიას გუნდის „შავ სიაში“ არიან სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „აირზენას“ ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი.

„ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას და თქვენ განსაკუთრებით, როგორ გადაეფარა “ოცნების” ხელისუფლება კორუფციისთვის სანქცირებულ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს, ეს ერთი.

ღარიბაშვილის ჩარტერის და ცოლისთვის და შემდგომ სიდედრისთვის ტყის ჩუქების საქმე – მოსკოვთან პირდაპირი ფრენების ერთ-ერთ ინიციატორ თამაზ გაიაშვილთან, რომელთანაც სხვათა შორის, გიორგი გახარიამ კოვიდ პანდემიის დრო საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრების უფლება არ მისცა. მთავრობა კორუფციული გარიგებებით არის შეზრდილი, ამის დასტურია “აირზენისთვის” დავალიანების ჩამოწერა. ამ ყველაფრით მთავრობა ვალს უხდის ბატონ გაიაშვილს, რომ ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო ბორტის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტი დამალოს და ხელი დააფაროს.

შემდეგი – კობახიძე-კალაძის დაჯგუფების “გმირობები”, კერძოდ, ვაკის პაკის ტრაგედია, რომელიც ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს. წელიწადზე მეტი არის გასული, მაგრამ ვხედავთ, რომ კორუფციისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში ზედაპირზევე ჩანდა, პასუხისგებაში არავინ არ მიუციათ. დღევანდელი “ოცნება” სწორედ ამ კორუფციული სქემებით ინარჩუნებს დღეს ხელისუფლებას და ახდენს საარჩევნო მიზნებისთვის შავი ყულაბის, ე.წ. შავი ფულის მობილიზებას”, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

არ შეიძლება, უბრალოდ ოქსიმორონია მართლაც, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდით იწონებდეს მთავრობა თავს და ამის პარალელურად ქვყნიდან ახალგაზრდები გარბოდნენ. თუ რამე არის ღალატი ქვეყნის არის სწორედ ეს, ღალატზე ხშირად აპელირებენ ხოლმე, საკუთარ ქვეყანაში, რომელიც ამდენი გამოწვევის წინაშეა, კორუფცია ნამდვილად არის ქვეყნის ღალატი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

იტვირთბა....