ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობა” კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოს 6-მა დეპუტატმა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობა“ კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოს 6-მა დეპუტატმა დატოვა.

მიზეზი პარტიის უკვე ყოფილი წევრების განცხადებით, ახალი მენეჯმენტი და თავმჯდომარეა.
პარტიის უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთვება, მას შეუერთდებიან.

„ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 8 წევრიდან 6 წევრი და რაიონული ორგანიზაციის სრული უმრავლესობა ვტოვებთ პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ახალმა მენეჯმენტმა და პარტიის თავმჯდომარემ ვერ შეასრულა ის წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებსაც უხვად გასცემდა. პარტიას არ გააჩნია ის პოლიტიკური რესურსი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზრუნველყოფს ამ ხელისუფლების ცვლილებას, აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას დავტოვოთ ენმ, თუმცა გავაგრძელოთ ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან, ოპოზიციური პლატფორმიდან, სადაც ჩვენი პრინციპების, ღირებულებების და შეხედულებების თანხვედრა იქნება ნიკა მელიას პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი შარიფაშვილმა.

იტვირთბა....