„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება.
„ჭორიკნობა დაიწყო კობახიძემ და ბევრმა სხვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას იზამს, იმას იზამს. მე არ ვიცი, რას იზამს, მაგრამ შესაძლებლობა ბევრია. ამ ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იქნება აქტიური და მისი პოზიციები იქნება ცნობილი ჩვენი ამომრჩევლისთვის და საზოგადოებისთვის, რომ ის პოლიტიკურად გარკვეული პრეფერენციების მატარებელი იქნება, ეს სრულიად გასაგებია. ფორმები არ ვიცით როგორი იქნება, თორემ ეს პრეფერენციაც ძალიან რთული ამოსაცნობი არ არის. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი იქნება ოპოზიციის გულშემატკივარი, ამ ოპოზიციაში მაინცდამაინც 5 ნომრის გულშემატკივარი არ იქნება…
შიშს დიდი თვალები აქვს, ირაკლი კობახიძის ეს განცხადებები აჩვენებს, რომ ამაზე ფიქრობენ. აბა, აღარ არსებობს, ფორმალური პრეზიდენტია და პრეზიდენტად არც კი მოვიხსენიებთო? მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ეს მისი გადასაწყვეტია, სად დაინახავს მის პოლიტიკურ კარიერას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.