ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არჩევნებამდე დარჩენილ დროში ახალი ზეციდან არავინ ჩამოვა” – ბესელია

მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ ვინ შეიძლება იყოს ახალი გაერთიანების პერსონა, მაგრამ ამას ჯერ არ გაგიზიარებთ

მისი თქმით, არჩევნდებამდე დარჩენილ დროში ახალი ლიდერი ვერ ზეციდან ვერ ჩამოვა და ვერც მოიძებნება, ამიტომაც უნდა შეიქმნას ფორმულა, სადაც გამოიძებნება ადამიანი, რომელიც ლიდერობის ფუნქციას იკისრებს.

ამ დარჩენილ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, დაახლოებით 10 თვე იქნება რეალურად სამუშაო პროცესი არჩევნებამდე, ამ დარჩენილ დროში რაღაც ახალი რომ მოვიგონოთ და ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ამის დრო არ გვაქვს. ახალი ზეციდან არავინ ჩამოვა და არავინ გაჩნდება. ამ მოცემულობაში, 2012 წელს როგორი გამარჯვების ფორმულაც შევქმენით და მაშინ ლიდერი ივანიშვილი იყო, შეიძლება, მსგავსი ტიპის იდენტური ლიდერი ვერ მოიძებნოს, მაგრამ შიეძლება იყოს ვინმე, ვინც შეძლებს ლიდერის ფუნქცია ჰქონდეს, მაგრამ მთელი დატვირთვა ექნება ფორმულას, როგორიც მაშინ იყო, ანუ დიდი გაერთიანება არსებული პატარა პარტიებიდან…

მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ ვინ შეიძლება იყოს ახალი გაერთიანების პერსონა, მაგრამ ამას ჯერ არ გაგიზიარებთ”, – აღნიშნა ბესელიამ.

იტვირთბა....