ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ სპორტს თავისუფლებას ართმევენ” – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დღეს ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილს დღეს ახალი სამიზნე ჰყავდა. მას მინისტრ თეა წულუკიანის სახელი არ უხსენებია, თუმცა თქვა რომ მასთან მივიდა ამბავი, რომ სპორტსმენებს თავისუფლებას ართმევენ.

თქვენ, სპორტული სამყარო უკვე ხართ შესული ევროკავშირში. თქვენ წარმოადგენთ გამარჯვებულ და წარმატებულ საქართველოს. სპორტში მტავარია ორი რამ. ერთი დისციპლინა და მეორე თავისუფლება, რაღაცა ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ ამ კუთხით შეიძლება ცოტა შეიძლება ვკოჭლობდეთ, მაგრამ არაუშავს. თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია და რაც ჩვენზე არის ყველაზე, დამოკიდებული. ამიტომ, მე მინდა გისურვოთ ყველას მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება და ვიცი, რომ თქვენი ხმა ევროპას გაეგონება!”- თქვა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....