„გავრილოვის ღამეს“ დაზარალებულმა, მაკო გომურმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ის მოითხოვს გაუქმდეს „პოლიციის შესახებ“ კანონი და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე ანიჭებს რეზინის ტყვიის გამოყენებას უფლებამოსილებას.
„საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არავითარ გარანტიებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეზინის ტყვია გამოყენებული იქნეს როგორც უკანასკნელი საშუალება ძალადობრივი ქმედების აღსაკვეთად, როცა სხვა უფრო ნაკლებად დამაზიანებელი საშუალებით ვერ ხდება ძალადობრივი ქმედების აღკვეთა“, – აცხადებენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.
გომურის ინტერესებს სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს.