გამოცდების ეროვნული ცენტრი დირექტორი, სოფიო გორგოძე, გადადგა.
მედიებისა და საზოგადოების ნაწილმა ამის მიზეზად გუშინ, PISA-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მიიჩნია, რომლის მიხედვითაც, წაკითხულის გააზრების თვალსაზრისით, საქართველო, 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა.
„ამ კვლევაში, სწორედ ორ პუნქტში ჩანს სიტუაციის გაუარესება. განსაკუთრებით ეს არიოს წაკითხულის გააზრება, რაც საკმაოდ მძიმე და ყველა საგანზე რომ აისახება იმ ტიპის შედე4გია. კვლევის შედეგები, მიუხედავ მათი ემოციებისა, რომ არ შეიმჩნიონ, საკმაოდ არასასიამოვნო იყო განათლების სამინისტროსთვისაც და როგორც ჩვენთვის ცნობილია, სწორედ ამიტომაც გაათავისუფლეს თავად იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ კვლევის ჩატარებას. არ გამოვრიცხავ, რომ სოფიო გორგოძემ უარი თქვა ამ კვლევის გაყალბებაზე და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს“, – აღნიშნა განათლების ექსპერტმა, მარიამ რამინაშვილმა.